1.1. ვინაიდან შპს „ნეოლეთ“ (ს/კ 405280280), რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად, სარეგისტრაციო ნომრით 0084-2904, ხოლო მომხმარებელს აქვს სურვილი გახსნას ნეოლეთის ანგარიში და მიიღოს ნეოლეთის მომსახურებები მხარეები თანხმდებიან დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება ნეოლეთის მომსახურებების მომხმარებელზე შეთავაზება და მიწოდება.
1.2. მომსახურებების ხანგრძლივი მიწოდების მიზნით ხელშეკრულება რჩება ძალაში მანამდე სანამ არ მოხდება მხარეთა შორის სამართალურთიერთობის დასრულება. სამართალურთიერთობის დასასრულებლად მხარეებმა უნდა შეწყვიტონ ხელშეკრულება წინამდებარე წესებითა და პირობებით დადგენილი წესის შესაბამისად.
1.3. ნეოლეთსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულება შედგება მომხმარებლის მიერ ელექტრონულად წინამდებარე წესებსა და პირობებზე დადასტურებული თანხმობისგან, წინამდებარე პირობების ნებისმიერი დანართისა ან/და განაცხად(ებ)ისგან (ასეთ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ნეოლეთმა შესაძლებელია ერთპიროვნულად დროდადრო დაამატოს ან/და შეცვალოს მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ნეოლეთის დამატებითი სერვისების გამოყენების მიზნით, მომხმარებელს შესაძლოა მოუწიოს დამატებითი პირობებისა და დებულებების მიღება და მასზე თანხმობის გაცხადება, დამატებითი სერვისების მოთხოვნისა და გამოყენების დროს.
1.4. ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს „ნეოლეთის“ სისტემით/მომსახურებით სარგებლობა, ანგარიშის გახსნა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები.
1.5. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ნეოლეთის ანგარიშის გახსნას, გამოყენებას, სარგებლობას და დახურვას.
1.6. კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად წინამდებარე პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და ნეოლეთს შორის სამართლებრივ ურთიერთობას, ნეოლეთის ინტერნეტ საიტზე და მის სერვის ცენტრებში.
1.7. ნეოლეთის წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემდეგ მომხმარებელი ვალდებულია ამობეჭდოს ან/და სხვა ფორმით შეინახოს აღნიშნული გამოყენების წესების და პირობების ასლი მომავალში გადახედვის მიზნით.
1.8. განახლებული წესები და პირობები მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია იხილოს ნეოლეთის ვებ გვერდზე: www.neollet.com.
1.9. ნეოლეთის წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადებით, მომხმარებელი ამავდროულად თანხმობას აცხადებს იმაზე, რომ ნეოლეთი უფლებამოსილია მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე მოწოდებული ინფორმაცია გაუმჟღავნოს, გადასცეს ან/და მის შესახებ არსებული ინფორმაცია გადაამოწმოს/მიიღოს მესამე პირებთან. ვებგვერდით სარგებლობისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება „ნეოლეთის“ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ასევე განთავსებულია წინამდებარე ვებ გვერდზე.