ნეოლეთის მიერ მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გამოყენება განხორციელდება მომხმარებლის ნეოლეთის ანგარიშის ამოქმედების და ნეოლეთის მიერ მომსახურებების გაწევის მიზნით.
წინამდებარე მონაცემების გაზიარების მიზანია მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათი კონტროლი, თაღლითური და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილება, მათი გამოვლენა და შეზღუდვა, ნეოლეთის ფინანსური რისკების მართვა.
იდენტიფიკაციის ან/და თაღლითური ქმედებების პრევენციაზე კონტროლის განხორციელების დროს, სერვისის მიმწოდებელს უფლება აქვს შეინახოს ნეოლეთის გამოკითხვების შესახებ არსებული ჩანაწერები მომხმარებლის ინფორმაციასთან ერთად. ნეოლეთის სერვისების გამოყენებით მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება აღნიშნული მიზნებისთვის მომხმარებლის პირადი მონაცემების გაცვლას.
ნეოლეთი უფლებას იტოვებს მომხმარებლის პირადი მონაცემები გადასცეს ნეოლეთის კორპორატიულ ჯგუფში გაერთიანებულ სხვა ისეთ კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან მომხმარებლისათვის სერვისების გაწევის პროცესში, მომხმარებელი ავტომატურად ახორციელებს თანხმობას მომხმარებლის მონაცემების აღნიშნული ფორმით გამჟღავნებაზე. თუ მომხმარებელი მოგვმართავს მესამე პირის მეშვეობით და ეს მესამე პირი უფლებამოსილია ტრანზაქციის მოცულობების, რაოდენობების ან ტიპების მიხედვით საკომისიოს გადახდაზე, ნეოლეთმა შესაძლოა აღნიშნული პირადი მონაცემები, მათ შორის ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს აღნიშნულ მესამე პირს საკომისიო გადახდების უზრუნველოფის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ პირადი მონაცემების მოპოვება ხდება მესამე პირის, მაგალითად მოვაჭრის, სარეკლამო ვებგვერდის ან/და ნეოლეთის პარტნიორი ვებგვერდის მიერ ან მისი საშუალებით, მომხმარებლის პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება შესაძლოა ასევე დარეგულირდეს მესამე პირის კონფიდენციალურობის შესახებ პოლიტიკით.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გამოყენება ხდება იმისათვის, რომ ნეოლეთის სისტემაში მომხმარებელმა გახსნას ნეოლეთის ანგარიში, შეავსოს ბალანსი, შეამოწმოს და მართოს მისი ნეოლეთის ანგარიში, უზრუნველყოს დამკვეთის მხარდაჭერა, უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელება, დავების გადაჭრა, მოკრიბოს გადასახადები, შეძლოს დაკავშირება მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და შეძლოს შემოწმება განხორციელებული ტრანზაქციის სისწორისა და ანგარიშის ავთენტურობის. მომხმარებელს შესთავაზოს ინფორმაცია ნეოლეთის პროდუქციასა და მომსახურების შესახებ. პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს საიტზე განხორციელებული მნიშვნელოვანი ფუნქციონალური ცვლილებების შესახებ. მომხმარებლის მიერ ნეოლეთისათვის მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება განხორციელდება შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად.
მომხმარებლის ნეოლეთის ანგარიშის გახსნის მიზნით, მაღალი ღირებულების ტრანზაქციებისთვის ნეოლეთმა შესაძლოა პირადი ინფორმაცია გადასცეს შესაბამის ორგანოებს. შემოწმების მიზნით, ნეოლეთის სერვისებით სარგებლობისას, მომხმარებლის IP მისამართის აკრეფისა და სისტემაში შესვლის დროები იწერება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილებისა და ნეოლეთის სერვისების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნეოლეთმა შესაძლოა ასევე მოიპოვოს გამოყენებისა და წვდომის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ანგარიშის მრავალჯერადად გახსნის ან სხვა თაღლითური ქმედების თავიდან აცილება ან ნეოლეთის სისტემებში უკანონო შეჭრისგან ან ბოროტად გამოყენებისგან დაცვა. მხოლოდ აღნიშნული მიზნებისათვის, ნეოლეთმა შესაძლოა ასეთი ინფორმაცია გაუზიაროს თაღლითური ქმედებების მართვის სპეციალიზირებულ და სანდო სამსახურებს, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ნეოლეთს წინამდებარე ინფორმაციის გაანალიზებაში.